მანუჩარ მარკოიშვილმა „მონაკოს“ ევროლიგაში ზედიზედ მეორე მატჩში უხელმძღვანელა და ისევ გაიმარჯვა.
მონეგასკებმა სტუმრად „ანადოლუ ეფესს“ 98:93 აჯობეს და მნიშვნელოვან გამარჯვება მოიპოვეს. ერთი კვირის წინ მანუჩარის ხელმძღვანელობით „მონაკომ“ „ოლიმპიაკოსს“ აჯობა (81:80).
აღსანიშნავია, რომ მარკოიშვილს მთავარი მწვრთნელის რანგში ევროლიგაზე სამი მატჩი აქვს ჩატარებული და სამივეში გაიმარჯვა. ბოლო ორზე მოგახსენეთ, მანამდე იყო 2 წლის მატჩი ფრანგულ „ასველთან“, რომელშიც „მონაკომ“ 103:92 მოიგო.
„მონაკო“ 18 მოგებით და 14 წაგებით ევროლიგაში მეშვიდე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 24 მარტს, „ოლიმპია მილანოს“ უმასპინძლებს.
დღესვე, „ბარსელონამ“ სტუმრად „ვალენსია“ 66:62 დაამარცხა, თორნიკე შენგელიას კი არ უთამაშია, რომელიც ტრავმირებულია. „ბარსამ“ ევროლიგაში ოთხმტაჩიანი წაგებების სერია შეწყვიტა, რის შედეგადაც 18 მოგებით და 14 წაგებით მერვე ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში 24 მარტს, „ანადოლუ ეფესს“ უმასპინძლებს.







