ევროპა ლიგასა და კონფერენს ლიგაზე რამდენიმე მეოთხედფინალისტი უკვე გაირკვა.
ევროპა ლიგაზე „ფრაიბურგმა“ საკუთარ მოედანზე ბელგიური „გენკი“ 5:1 გაანადგურა და მომდევნო ეტაპზე გავიდა. პირველი მატჩი ბელგიელებს 1:0 ჰქონდათ მოგებული, მაგრამ გერმანიაში განადგურდნენ.
ვიგოს „სელტამ“ სახლში „ლიონთან“ ფრის (1:1) შემდეგ, საფრანგეთში 2:0 მოიგო და მეოთხედფინალში ითამაშებს. „ლიონი“ მე-20 წუთზე მოედანზე 10 კაცით დარჩა და ამ ვითარებაში გალისიური კლუბისთვის წინააღმდეგობის გაწევა ვერ შეძლო. მოგეხსენებათ, ევროპა ლიგაზე ერთი მატჩი ოთხშაბათს გაიმართა: „ბრაგამ“ „ფერენცვაროშთან“ სტუმრად 0:2-ის შემდეგ შინ 4:0 მოიგო და მეოთხედფინალშია.
"ნოტინგემ ფორესტმა" შინ "მიდტიულანდთან" 0:1 წააგო, მაგრამ დანიაში 2:1 მოიგო და ყველაფერი პენალტების სერიაში გადაწყდა, რომელშიც ინგლისურმა კლუბამ 3:0 იმარჯვა და მეოთხედფინალში გავიდა.
კონფერენს ლიგაზე „ფიორენტინამ“ პოლონური „რაკუვი“ ჯერ შინ დაამარცხა 2:1, ხოლო ამჯერად ამავე ანგარიშით სტუმრად აჯობა. შესაბამისად, ორი მატჩის ჯამში 4:2 მოიგო და მეოთხედფინალში ითამაშებს.
სლოვენიურმა „ცელიემ“ ათენში „აეკს“ 2:0 სძლია, მაგრამ მაინც გავარდა, რადგან „აეკმა“ ერთი კვირის წინ სლოვენიაში 4:0 გაიმარჯვა. მეოთხედფინალში ითამაშებს გერმანული „მაინციც“, რომელმაც „სიგმა ოლომოუცი“ ჩეხეთში ნულოვანი ფრის შემდეგ, საკუთარ კედლებში დამაჯერებლად, 2:0 დაამარცხა.
"კრისტალ პალასმა" ლარნაკას "აეკთან" ერთი კვირის წინ შინ უგოლოდ ითამაშა, დღეს კი, 10-კაციანი მეტოქე დამატებით დროში გატეხა და ისმაილა სარის დუბლით 2:1 მოიგო, შესაბამისად, მომდევნო ეტაპზეა. აღსანიშნავია, რომ კვიპროსულმა გუნდმა თამაში 9 ფეხბურთელით დაასრულა.







