კონფერენს ლიგაზე მერვედფინალური ეტაპი დასრულდა და ცნობილია ყველა მეოთხედფინალისტი, შესაბამისად, მეოთხედფინალური წყვილებიც.
„რაიო ვალეკანო“ შინ 0:1 დამარცხდა „სამსუნსპორთან“, მაგრამ თურქეთში 3:1 ჰქონდა მოგებული და ესპანელები აგრძელებენ ასპარეზობას.
„ალკმაარმა“ პრაღის „სპარტა“ მისსავე მოედანზე 4:0 გაანადგურა, ორი მატჩის ჯამში კი 6:1 აჯობა.
ფრედ, 1:1 დასრულდა, „სტრასბური“ – „რიეკას“ შეხვედრა, მოეთხედფინალში კი ფრანგული გუნდი გავიდა, რომელსაც სტუმრად 2:1 ჰქონდა მოგებული. ხორვატული გუნდის რიგებში 88-ე წუთიდან ითამაშა თორნიკე მორჩილაძემ.
დონეცკის „შახტარი“ პოზნანის „ლეხთან“ 1:2 დამარცხდა, თუმცა 3:1 ჰქონდა მოგებული და ორი მატჩის ჯამშიც გაიმარჯვა (4:3), შესაბამისად, მომდევნო ეტაპზეა. "შახტარში" ისევ არ მისცემია თამაშის შესაძლებლობა ირაკლი აზაროვს, რომელიც სათადარიგო სკამზე იყო.
კონფერენს ლიგაზე მეოთხედფინალები 9-16 აპრილს გაიმართება, წყვილები კი ასეთია:
„კრისტალ პალასი“ – „ფიორენტინა“
„მაინცი“ – „სტრასბური“
„შახტარი“ – „ალკმაარი“
„რაიო ვალეკანო“ – „აეკ ათენი“







