ფეხბურთი

2:34 | 20.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

ევროპა ლიგაზე მეოთხედფინალური წყვილები გაირკვა

ევროპა ლიგაზე მერვედფინალური ეტაპი დასრულდა და ყველა მეოთხედფინალისტის ვინაობა ცნობილია.

ბირმინგემის „ასტონ ვილამ“ „ლილის“ ბარიერი მარტივად დაძლია: ინგლისურმა კლუბმა ჯერ სტუმრად 1:0 მოიგო და ამჯერად, „ვილა პარკზეც“ იმარჯვა - 2:0.

„ბეტისს“ „პანათინაიკოსთან“ წაგებული ჰქონდა (0:1), ჰქონდა, მაგრამ სევილიაში რაფა ბენიტესის გუნდი განადგურდა - 0:4. შედეგად, „ბეტისმა“ ორი მატჩის ჯამში 4:1 გაიმარჯვა.

მეოთხედფინალში ადვილად გავიდა „პორტუც“, რომელმაც „შტუტგარტს“ ორივე თამაში მოუგო - გერმანიაში 2:1 და „დრაგაუზე“ – 2:0.

ევროპა ლიგის მერვედფინალში ყველაზე დრამატული იტალიური დერბი გამოდგა „რომასა“ და „ბოლონიას“ შორის. ერთი კვირის წინ ბოლონიაში გუნდები დაზავდნენ - 1:1. ამჯერად, კიდევ უფრო საინტერესო თამაში გამოვიდა.

„ბოლონია“ ჯონათან როუს გოლით დაწინაურდა, რასაც 10 წუთში ევან ნდიკამ უპასუხა, მაგრამ პირველი ტაიმის მიწურულს ფედერიკო ბერნარდესკიმ პენალტით სტუმრები მეორედ დააწინაურა. მეორე ტაიმის დასაწყისში სანტიაგო კასტრომ სტუმრებს ორბურთიანი უპირატესობა მოუპოვა, მაგრამ ჯან პიერო გასპერინის გუნდი არ დანებდა: 69-ე წუთზე პენალტით დონიელ მალენმა შეამცირა სხვაობა, ხოლო 10 წუთში ლორენცო პელეგრინიმ გაათანაბრა - 3:3. ძირითადი დრო ასე დასრულდა და დამატებითი დრო დაინიშნა, რომელშიც „ბოლონია“ კიდევ ერთხელ დაწინაურდა. 111-ე წუთზე ნიკოლო კამბიაგიმ ანგარიში 4:3 გახადა და როგორც გაირკვა, გადამწყვეტი გოლი გაიტანა. „ბოლონიამ“ ორი მატჩის ჯამში 5:4 მოიგო და მეოთხედფინალში ითამაშებს.

ევროპა ლიგის მეოთხედფინალური მატჩები 9-16 აპრილს გაიმართება:

„ბრაგა“ – „ბეტისი“

„ფრაიბურგი“ – „სელტა“

„პორტუ“ – „ნოტინგემი“

„ბოლონია“ - „ასტონ ვილა“

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.120628