„ლილის“ თავდამსხმელმა ოლივიე ჟირუმ ევროპა ლიგის მერვედფინალის საპასუხო მატჩში „ასტონ ვილასთან“ (0:2 ) მარცხზე კომენტარი გააკეთა.
„ლილმა“ თამაში კარგად დაიწყო. მათ დაცვაში გარღვევის საშუალება არ მოგვცეს და ბევრი შანსი არ შეგვაქმნევინეს. პირველ ტაიმში საკმარისად ვერ შევუტიეთ, მაგრამ მეორეში უკეთ ვითამაშეთ. სწორედ ძლიერი შეტევების დროს გოლები გავუშვით, რაც თავიდან უნდა აგვეცილებინა.
ყოველთვის სასიამოვნოა აქ ჩამოსვლა. ინგლისი. ძალიან მომწონს, როგორც ატმოსფერო, ასევე სტადიონი. ჩვენი გულშემატკივრები აქ დიდი რაოდენობით მოვიდნენ. მათთვის მეტი სიხარული გვინდოდა მიგვენიჭებინა, მაგრამ სამწუხაროდ, უკეთესი შედეგის მიღწევა ვერ შევძელით. ვამაყობ გუნდით და ვულოცავ „ასტონ ვილას“ გამარჯვებას“, - ციტირებს ჟირუს სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი.
„ასტონ ვილამ“ პირველი მატჩი 1:0 მოიგო და საერთო ჯამში, ევროპა ლიგის მეოთხედფინალში გავიდა, სადაც ისინი „ბოლონიას“ დაუპირისპირდებიან.







