11:48 | 20.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

„რომას“ მწვრთნელმა გასპერინიმ ევროპა ლიგაზე „ბოლონიასთან“ დამარცხებაზე ისაუბრა

„რომას“ მთავარმა მწვრთნელმა ჯან პიერო გასპერინიმ ევროპა ლიგის მერვედფინალის საპასუხო მატჩში „ბოლონიასთან“ დამატებით დროში დამარცხებაზე (3:4) ისაუბრა.

„ძალიან საინტერესო მატჩი იყო. სამწუხაროა, მაგრამ ვნახეთ ჩვენი თამაშის როგორც საუკეთესო, ასევე ყველაზე ცუდი მხარეები. ყველაზე ცუდი კი - გაშვებულ გოლებია. თავიდან ბოლომდე ვიბრძოდით, რაც არ უნდა მომხდარიყო. ძალიან ძლიერი გუნდის წინააღმდეგ. სამწუხაროა, რომ რამდენიმე შეცდომა დავუშვით“, - განუცხადა გასპერინიმ უეფას ოფიციალურ ვებ-გვერდს.

ტურნირის მეოთხედფინალში „ბოლონია“ „ასტონ ვილას“ დაუპირისპირდება. მატჩები 9 და 16 აპრილს გაიმართება. იტალიური კლუბი პირველ მატჩს საკუთარ მოედანზე ჩაატარებს.

0.078152