მადრიდის „რეალის“ ურუგვაელი ნახევარმცველი ფედერიკო ვალვერდე „სამეფო კლუბის“ თებერვლის თვის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. ექვს თამაშში მან ერთი ბურთი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა.
„ძალიან ვამაყობ, რომ ეს ჯილდო კვლავ მივიღე, ბედნიერი ვარ. ეს ჩემი თანაგუნდელების დამსახურებაა, რომლებიც კარგი შედეგების მიღწევაში მეხმარებიან. მჯერა, არგი იმპულსი და ენერგია გვაქვს. გუნდი გასულ თვეში მიღწეულ შედეგებზეა ორიენტირებული. ყველაფრით ძალიან კმაყოფილი ვარ.
გუნდი ერთიანია და ყველა მოთამაშე იბრძვის. ცხადი ხდება, რომ ყველანი ერთად ვართ ამაში, გადაწყვეტილი გვაქვს, ამ სეზონში დარჩენილი ყველა ტიტული მოვიგოთ. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ყველა მოთამაშე, მათ შორის ახალგაზრდული აკადემიის ფეხბურთელები, რომლებსაც საკუთარი თავის დამტკიცების შესაძლებლობა მიეცათ, ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ „რეალმა“ კვლავაც უმაღლეს პოზიციებზე დარჩენა შეძლოს“, - ციტირებს ვალვერდეს სიტყვებს „რეალის“ ოფიციალური ვებ-გვერდი.





