ფეხბურთი

12:55 | 20.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

არნე სლოტმა თავისი კარიერის საუკეთესო ჩემპიონთა ლიგის მატჩი დაასახელა

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა ჩემპიონთა ლიგზე თავისი კარიერის საუკეთესო მატჩზე ისაუბრა.

„თუ ჩემპიონთა ლიგის ბოლო ეტაპებამდე მიხვალთ, ერთ რამეში შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ: თქვენ „პარი სენ-ჟერმენს“ დაუპირისპირდებით, რადგან ისინი წარმოუდგენელი გუნდია. ეს გასულ სეზონში ვნახეთ, როდესაც მათ ვეთამაშეთ. ეს ძალიან, ძალიან რთული თამაში იყო სტუმრად, მაგრამ აქ, „ენფილდზე,“ ფანტასტიკური მატჩი ვითამაშეთ. ბევრჯერ მითქვამს, რომ ეს იყო არავეულებრივი თამაში, ჩემი კარიერის საუკეთესო თამაში - შესაძლოა არა შედეგის თვალსაზრისით, არამედ იმის გასაგებად თუ როგორ უნდა ვითამაშოთ ფეხბურთი.

„ორივე გუნდი უბრალოდ თამაშობდა ფეხბურთს, სურდათ გულშემატკივრებისთვის სიამოვნება მიენიჭებინათ, გაერთოტ ისინი. ჩვენ ვიყავით ერთადერთი გუნდი, რომელმაც თამაში დამატებით დროში და პენალტების სერიაში გადაიყვანა“, - განაცხადა სლოტმა „ლივერპულის“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

გასულ სეზონში „ლივერპული“ მერვედფინალში ფრანგულ გუნდთან დაპირისპირების შემდეგ გამოეთიშა შეჯიბრს. პსჟ კი ტურნირის გამარჯვებული გახდა.

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური მატჩები „ლივერპულსა“ და პსჟ-ს შორის 8 და 14 აპრილს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.160107