დღეს, სტარტი აიღო ძიუდოში თბილისის გრანდ სლემმა, რომლის პირველ საშეჯიბრო დღეს საქართველოს ორი ბრინჯაოს მედლის შანსი აქვს.
66 კგ წონით კატეგორიაში თორნიკე გიგაურმა უზბეკი აბდურახიმ ნუტფულოევი, ყაზახი აკილჟან ჟუბატკანოვი და რუსი რამაზან აბდულაევი დაამარცხა, მაგრამ ნახევარფინალში აზერბაიჯანელ ტურან ბაირამოვთან მარცხი განიცადა. ბრინჯაოს მედლისთის ის კვიპროსელ პეტროს ხრისტოდულიდესს გაეჯიბრება.
ქალთა შორის, ბრინჯაოს მედლის შანსი აქვს ნინო ლოლაძეს, რომელმაც ლეა ვისს და ხორვატ ანა ვიქტორია პულისს მოუგო, შემდეგ ფინელ ინბალ შემეშთან დამარცხდა, მაგრამ რეპეშაჟში გადავიდა, სადაც სერბ მარიცა პერიშიჩს აჯობა, ხოლო მედლისთვის ფინელ პილა სალონენს შეხვდება.
დღესვე იასპარეზეს სოფო ბედოშვილმა, ელენე გვაზავამ, ნინო თათრიშვილმა, მარიამ ზაქარაიამ, თამარ გიგოლაევმა, ლუკა გადელიამ, გიორგი ჩანქსელიანმა, მათე გოგობერიშვილმა, ლაშა ნადირაძემ, თემურ ნოზაძემ და თორნიკე მაზიაშვილმა, მაგრამ ყველა მათგანი უმედლოდ დარჩა.







