NBA-ში გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქი“ „შარლოტს“ ესტუმრა, რომელთანაც 111:130 წააგო და ზედიზედ მესამე მარცხი განიცადა.
გარდამტეხი იყო მეორე პერიოდი, რომელიც „ორლანდომ“ 17 ქულით დათმო და მერე თამაშში დაბრუნება ვეღარც მოახერხა.
გოგა ბითაძე სასტარტო ხუთეულში იყო და სულ 19 წუთი ითამაშა, ხსენებულ დროში კი, 4 ქულა, 2 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 3-დან 2 ორქულიანი ჩააგდო.
„შარლოტში“ კობი ვაითი გამოირჩა 27 ქულით, ხოლო „ორლანდოში“ საუკეთესო დესმონდ ბეინი იყო, რომელმაც 24 ქულა და 7 მოხსნა ჩააგდო.
„ორლანდო მეჯიქი“ აღმოსავლეთ კონფერენციაში 38 მოგებით და 31 წაგებით მეშვიდე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 22 მარტს, „ლეიკერსთან“ გამართავს.







