ფეხბურთი

16:34 | 20.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

იტალიის ნაკრების შემადგენლობა მუნდიალის პლეი-ოფის მატჩებისთვის ცნობილია

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის პლეი-ოფის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა.

„სკუადრა აძურას“ განაცხადში 28 ფეხბურთელია, მათ შორის, დებიუტანტი მარკო პალესტრა, რომელიც 20 წლისაა და დიდ მომავალს უწინასწარმტყველებენ. ორწლიანი პაუზის შემდეგ ნაკრებს დაუბრუნდა ფედერიკო კიეზა, რომელიც გუნდში ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შემდეგ არ ყოფილა.

იტალიის ნაკრები გადამწყვეტი მატჩებისთვის შემდეგი შემადგენლობით მომეზადება:

მეკარეები: ელია კაპრილე (კალიარი), მარკო კარნეზეკი (ატალანტა), ჯანლუიჯი დონარუმა (მანჩესტერ სიტი), ალექს მერეტი (ნაპოლი)

მცველები: ალესანდრო ბასტონი (ინტერი), ალესანდრო ბონჯორნო (ნაპოლი), რიკარდო კალაფიორი (არსენალი), ანდრეა კამბიაზო (იუვენტუსი), დიეგო კოპოლა (პარიზი), ფედერიკო დიმარკო (ინტერი), ფედერიკო გატი (იუვენტუსი), ჯანლუკა მანჩინი (რომა), მარკო პალესტრა (კალიარი), ჯორჯო სკალვინი (ატალანტა), ლეონარდო სპინაცოლა (ნაპოლი)

ნახევარმცველები: ნიკოლო ბარელა (ინტერი), ბრაიან კრისტანტე (რომა), დავიდე ფრატეზი (ინტერი), მანუელ ლოკატელი (იუვენტუსი), ნიკოლო პიზილი (რომა), სანდრო ტონალი (ნიუკასლი)

თავდამსხმელები: ფედერიკო კიეზა (ლივერპული), ფრანჩესკო პიო ესპოზიტო (ინტერი), მოიზე კინი (ფიორენტინა), მატეო პოლიტანო (ნაპოლი), ჯაკომო რასპადორი (ატალანტა), მატეო რეტეგი (ალ-ქადსია), ჯანლუკა სკამაკა (ატალანტა)

შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრები 26 მარტს პლეი-ოფის ნახევარფინალში ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებს უმასპინძლებს, გამარჯვების შემთხვევაში კი, 31 მარტს, ფინალში სტუმრად უელსს ან ბოსნიას შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.165885