„ნიუკასლისა“ და ინგლისის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ალან შირერმა ისაუბრა „არსენალის“ მიერ კვადრპულის (კვადრუპლი (ინგლ. quadruple - ოთხმაგი) სპორტში, განსაკუთრებით ფეხბურთში, ნიშნავს ერთი სეზონის განმავლობაში ოთხი მნიშვნელოვანი ტიტულის მოპოვებას. ეს არის უმაღლესი მიღწევა, რომელიც ჩვეულებრივ მოიცავს ქვეყნის ჩემპიონატს, ორ შიდა თასს და ჩემპიონთა ლიგას- რედ.) მოგების შანსებზე მიმდინარე სეზონში.
„თუ არსენალი ლიგის თასს მოიგებს, კვადრპულთან დაკავშირებით საქმე სერიოზულად წავა. რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანი მატჩია, „სიტის“ შესაძლოა ამ სეზონში რაიმეს მოგების ბოლო შანსი ჰქონდეს. ეს ორივე კლუბისთვის უდიდესი თამაშია, მაგრამ თუ „არსენალი“ გაიმარჯვებს, კვადრპულზე მეტი საუბარი იქნება, რაც აქამდე არასდროს მომხდარა“, - განუცხადა შირერმა Betfair-ს.
„არსენალი“ და „მანჩესტერ სიტი“ ინგლისის ლიგის თასის ფინალში 22 მარტს შეხვდებიან ერთმანეთს. მატჩი ლონდონში, „უემბლის“ სტადიონზე გაიმართება და თბილისის დროით 20 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.







