ფეხბურთი

17:23 | 20.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

ესპანეთის ნაკრების შემადგენლობა მარტის ამხანაგური მატჩებისთვის

ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ მარტის ამხანაგური მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა, რომელშიც 27 ფეხბურთელია.

„ფურია როხაში“ პირველად გამოიძახეს ჟოან გარსია, კრისტიან მოსკერა, ანდერ ბარენეჩეა და ვიქტორ მუნიოსი:

მეკარეები: უნაი სიმონი (ბილბაო), დავიდ რაია (არსენალი), ალექს რემირო (სოსიედადი), ჟოან გარსია (ბარსელონა)

მცველები: მარკოს ლორენტე (ატლეტიკო), პედრო პორო (ტოტენჰემი), ემერიკ ლაპორტი (ბილბაო), პაუ კუბარსი (ბარსელონა), დინ ჰაუსენი (რეალი), კრისტიან მოსკერა (არსენალი), მარკ კუკურელია (ჩელსი), ალექს გრიმალდო (ლევერკუზენი)

ნახევარმცველები: როდრი (მანჩესტერ სიტი), მარტინ სუბიმენდი (არსენალი), პედრი (ბარსელონა), პაბლო ფორნალსი (ბეტისი), კარლოს სოლერი (სოსიედადი), დანი ოლმო (ბარსელონა), ფერმინ ლოპესი (ბარსელონა)

თავდამსხმელები: იერემი პინო (კრისტალ პალასი), ალექს ბაენა (ატლეტიკო), ანდერ ბარენეჩეა (სოსიედადი), ვიქტორ მუნიოსი (ოსასუნა), მიკელ ოიარსაბალი (სოსიედადი), ფერან ტორესი (ბარსელონა), ბორხა იგლესიასი (სელტა), ლამინ იამალი (ბარსელონა)

ესპანეთის ნაკრები 27 მარტს სერბეთს, ხოლო 31 მარტს ეგვიპტეს უმასპინძლებს. აღსანიშნავია, რომ „ფურია როხას“ 27-ში ფინალისიმა არგენტინის ნაკრებთან უნდა ეთამაშა, მაგრამ მატჩის ჩატარების ადგილზე შეუთანხმებლობის გამო უეფამ შეხვედრა გააუქმა. ამიტომაც, ესპანეთი სპარინგს სერბეთთან ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.145732