ფეხბურთი

18:47 | 20.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

ტუხელმა ინგლისის ნაკრებში 35 ფეხბურთელი გამოიძახა, მაგრამ ტრენტი განაცხადში ვერ მოხვდა

ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თომას ტუხელმა მარტის ამხანაგური მატჩებისთვის 35-კაციანი განაცხადი დაასახელა.

ინგლისის ნაკრებში დაბრუნდნენ კობი მეინო, ჰარი მაგუაირი, დომინიკ კალვერტ-ლიუნი, ფიკაიო ტომორი, პირველად უხმეს ჯეიმს გარნერს და ჯეისონ სტილს. სამაგიეროდ, ინგლისის ნაკრებში კვლავ ვერ მოხვდა ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი, მიუხედავად იმისა, რომ ტუხელმა 35 ფეხბურთელი გამოიძახა.

როგორც გერმანელმა ახსნა, მას სურს მსოფლიოს ჩემპიონატამდე ბევრ ფეხბურთელს დააკვირდეს, ხოლო ტრენტის შესახებ აღნიშნა, რომ მის პოზიციაზე სხვა მცველებს უფრო ენდობა.

მეკარეები: დინ ჰენდერსონი (კრისტალ პალასი), ჯორდან პიკფორდი (ეერტონი), ჯეიმს ტრაფორდი (მანჩესტერ სიტი), აარონ რამსდეილი (ნიუკასლი), ჯეისონ სტილი (ბრაიტონი)

მცველები: დენ ბარნი (ნიუკასლი), მარკ გეჰი (მანჩესტერ სიტი), ლუის ჰოლი (ნიუკასლი), ეზრი კონსა (ასტონ ვილა), ტინო ლივრამენტო (ნიუკასლი), ჰარი მაგუაირი (მანჩესტერი), ნიკო ორაილი (მანჩესტერ სიტი), ჯარელ ქუანსა (ლევერკუზენი), ჯედ სპენსი (ტოტენჰემი), ჯონ სტოუნსი (მანჩესტერ სიტი), ფიკაიო ტომორი (მილანი)

ნახევარმცველები: ელიოტ ანდერსონი (ნოტინგემი), ჯუდ ბელინგემი (რეალი), ჯეიმს გარნერი (ევერტონი), ჯორდან ჰენდერსონი (ბრენტფორდი), კობი მეინო (მანჩესტერი), დეკლან რაისი (არსენალი), მორგან როჯერსი (ასტონ ვილა), ადამ უორტონი (კრისტალ პალასი)

თავდამსხმელები: ჯარედ ბოუენი (ვესტ ჰემი), დომინიკ კალვერტ-ლიუნი (ლიდსი), ებერეჩი ეზე (არსენალი), ფილ ფოდენი (მანჩესტერ სიტი), ენტონი გორდონი (ნიუკასლი), ჰარი კეინი (ბაიერნი), ნონი მადუეკე (არსენალი), კოულ პალმერი (ჩელსი), მარკუს რაშფორდი (ბარსელონა), ბუკაიო საკა (არსენალი), დომინიკ სოლანკე (ტოტენჰემი)

შეგახსენებთ, რომ ინგლისის ნაკრები 27 მარტს ურუგვაის, ხოლო 31 მარტს იაპონიას უმასპინძლებს, ორივე მატჩი ლონდონში გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.159658