ძიუდო

18:15 | 20.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

2029 წელს ძიუდოში მსოფლიოს ჩემპიონატი თბილისში გაიმართება

ძიუდოში, მსოფლიოს ჩემპიონატი 2029 წელს საქართველოში, კერძოდ, თბილისში გაიმართება.

ამის შესახებ განცხადება თბილისის გრანდ სლემის გახსნის ცერემონიაზე ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა მარიუს ვიზერმა გააკეთა.

„საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პატივცემულო წევრებო, ძვირფასო მაყურებლებო, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ოჯახის წევრებო და ჩვენო ოფიციალურ პარტნიორებო: გვსურს გამოვხატოთ ჩვენი ღრმა და გულწრფელი სამძიმარი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მისი უწმინდესობის ილია II-ის გარდაცვალების გამო. მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას, ფედერაციას და სპორტის სამინისტროს მათი უწყვეტი მხარდაჭერისა და ძიუდოს განვითარებისთვის საქართველოსა და მთელ მსოფლიოში. მალე ხელს მოვაწერთ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში გავაგრძელებთ თანამშრომლობას „დიდი სლემის“ ღონისძიებებზე და მოუთმენლად ველით 2029 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის თბილისში ჩატარების შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერას“, - თქვა ვიზერმა.

საქართველოში ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატი აქამდე არასდროს ჩატარებულა, სამაგიეროდ, ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის გამოცდილება თბილისს აქვს - 2009 წელს და გარდა ამისა, წელსაც, 16-19 აპრილს ევროპის ჩემპიონატი თბილისში გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.174496