პორტუგალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა მარტის სანაკრებო მატჩებისთვის 27-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.
პორტუგალიას უახლოეს შეხვედრებში კრიშტიანუ რონალდუ ვერ დაეხმარება, რომელიც ტრავმირებულია და არ გარისკავენ: პრიორიტეტი საბოლოოდ გამოჯანმრთელება და მუნდიალისთვის ფორმაში დაბრუნებაა.
მეკარეები: დიოგო კოშტა (პორტუ), ჟოზე სა (ვულვზი), რუი სილვა (სპორტინგი)
მცველები: მათეუშ ნუნიეში (მანჩესტერ სიტი), დიოგო დალო (მანჩესტერი), ჟოაო კანსელო (ბარსელონა), ნუნუ მენდეში (პსჟ), რენატო ვეიგა (ვილიარეალი), ანტონიო სილვა (ბენფიკა), ტომას არაუჟო (ბენფიკა)
ნახევარმცველები: რუბენ ნევეში (ალ ჰილალი), სამუ კოშტა (მალიორკა), მათეუშ ფერნანდესი (ვესტ ჰემი), ჟოაო ნევეში (პსჟ), ვიტინია (პსჟ), ბრუნო ფერნანდეში (მანჩესტერი), როდრიგო მორა (პორტუ)
თავდამსხმელები: რიკარდო ჰორტა (ბრაგა), პედრო გონსალვეში (სპორტინგი), ჟოაო ფელიქსი (ალ-ნასრი), ფრანსისკო ტრინკაო (სპორტინგი), ფრანსისკო კონსეისაო (იუვენტუსი), რაფაელ ლეაო (მილანი), პედრო ნეტო (ჩელსი), გონსალო გედეში (სოსიედადი), გონსალო რამოში (პსჟ)
პორტუგალიის ნაკრები 28 მარტს, მეხიკოში, მექსიკას, ხოლო 31 მარტს, ატლანტაში - აშშ-ს ესტუმრება.







