ფეხბურთი

21:10 | 20.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

შანსი მამარდაშვილს: ალისონი ტრავმირებულია

„ლივერპულის“ მეკარე ალისონ ისევ დაშავდა და პრემიერლიგის უახლოეს ტურში „ბრაიტონთან“ ვერ ითამაშებს.

ყოველ შემთხვევაში, ალისონი ბრაზილიის ნაკრებს მარტის სანაკრებო მატჩებისთვის გამოაკლდა და მის ნაცვლად კარლო ანჩელოტიმ „კორინთიანსის“ მეკარე უგო სოუზა გამოიძახა.

ალისონის ტრავმა ავტომატურად ნიშნავს, რომ „ლივერპულის“ კარს გიორგი მამარდაშვილი დაიცავს. ჯერჯერობით, უცნობია, ზუსტად რამდენი ხანი იუქმებს ბრაზილიელი, „ბრაიტონთან“ მატჩის შემდეგ ორკვირიანი სანაკრებო პაუზაა.

თუმცა, შეიძლება დაზიანება სერიოზული იყოს, რაც თუ გამართლდა, 8-14 აპრილს, ჩემპიონთა ლიგაზე მამარდაშვილი ითამაშებს, შესაბამისად, პსჟ-სთან ორივე მატჩში შეიძლება ის იდგეს ინგლისელთა კარში და ხვიჩა კვარაცხელიას წინააღმდეგ ითამაშოს.

გიორგი მამარდაშვილს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 12 მატჩი აქვს ჩატარებული - 5 პრემიერლიგაში, 5 ჩემპიონთა ლიგაზე, 1 ასოციაციის თასზე და 1 ლიგის თასზე.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.087918