ფეხბურთი

12:14 | 21.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ბრიუგეს" ფეხბურთელი საფრანგეთსა და სენეგალში ერთდროულად გამოიძახეს

„ბრიუგეს“ ფეხბურთელმა მამადუ დიახონმა მიწვევა სენეგალის ეროვნული ნაკრებიდან და საფრანგეთის 21-წლამდე ნაკრებიდან ერთდროულად მიიღო.

20 წლის ფეხბურთელი საფრანგეთში დაიბადა, სადაც კარიერა „რეიმსში“ დაიწყო და ასაკობრივ დონეზეც ყოველთვის საფრანგეთს წარმოადგენდა. ამჯერად ის 21-წლამდელებში გამოიძახეს, მაგრამ ფეხბურთელმა არჩევანი გააკეთა - სენეგალში ითამაშებს.

მან მიიღო სენეგალის ეროვნული ნაკრებისგან მიწვევა და ამიერიდან, სენეგალის ნაკრებს წარმოადგენს.

მამადუ დიახონი „ბრიუგეში“ გასულ ზაფხულს „რეიმსიდან“ 8.5 მილიონ ევროდ გადავიდა და მიმდინარე სეზონში 30 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.154106