„დინამო თბილისმა“ ოფიციალურად დაადასტურა ჯოშ ონამას ტრანსფერი, რომელსაც ინგლისის პრემიერლიგაში თამაშის გამოცდილება აქვს.
მხარეებს შორის ერთწლიანი კონტრაქტი გაფორმდა, კიდევ ერთი წლით განახლების ვარიანტით.
ონამას ინგლისის ჩემპიონატში არაერთი მატჩი აქვს ჩატარებული, „ტოტენჰემის“ და „ფულემის“ მაისურით. ასევე, ჩემპიონშიფში, სადაც „ასტონ ვილას“ რიგებში 4 გოლიც გაიტანა. ბოლოს „ბლექპულის“ ღირსებას იცავდა, ასევე უთამაშია „შეფილდ უენსდეიში“.
ინგლისის ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრიც იყო: 2014 წელს, 17-წლამდელებთან ერთად შესაბამისი კატეგორიის ევროპის ჩემპიონი გახდა, ხოლო 2017 წელს, 20-წლამდელებში მსოფლიოს ჩემპიონატიც მოიგო.





