ფეხბურთი

23:14 | 20.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

კონტე: "ნაპოლიმ", რომელსაც კვარა და ოსიმენი ჰყავდა, სერია A-ში მე-10 ადგილი დაიკავა"

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ განაცხადა, რომ მთელი სეზონის განმავლობაში უამრავი ტრავმირებული ფეხბურთელის მიუხედავად, მისმა გუნდმა მოახერხა ლიდერებს შორის დარჩენა.

კონტეს თქმით, ეს შესანიშნავი შედეგია და 2023-2024 წლების სეზონიც გაიხსენა, როცა „ნაპოლიმ“ სერია A-ში მე-10 ადგილი დაიკავა, ხვიჩა კვარაცხელიასთან, ვიქტორ ოსიმენსა და პიოტრ ჟიელინსკისთან ერთად.

„ჩვენი სეზონი არაჩვეულებრივია ამდენი ტრავმის მიუხედავად, საუკეთესო გუნდებს შორის დარჩენა შევძელით. იმედი მაქვს, „ნაპოლი“ ყოველთვის დაასრულებს სეზონს ჩემპიონთა ლიგის ზონაში და ტიტულით, როგორც წელს მოვახერხეთ. არ დაგვავიწყდეს, რომ ორი წლის წინ „ნაპოლი“, რომელსაც ოსიმენი, კვარა და ჟიელინსკი ჰყავდა, მეათე ადგილზე გავიდა. შემდეგ ეს ფეხბურთელები 80 მილიონ ევროდ გავყიდეთ. ამიტომ, საკმარისად უნდა დავაფასოთ ის შედეგი, რომელიც პრობლემების მიუხედავად გვაქვს“, - თქვა კონტემ.

შეგახსენებთ, რომ ანტონიო კონტე „ნაპოლიში“ 2024 წლის ზაფხულში მივიდა და გუნდს გასულ სეზონში იტალიის ჩემპიონატი, წელს კი იტალიის სუპერთასი მოაგებინა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.086563