ფეხბურთი

23:45 | 20.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლის" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება

იტალიის სერია A-ს 30-ე ტური „კალიარის“ და „ნაპოლის“ მატჩით გაიხსნა, რომელიც სტუმრებმა 1:0 მოიგეს.

მატჩის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც მეორე წუთზე სკოტ მაკტომინეიმ გაიტანა. წინ მთელი თამაში იყო, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა და ანტონიო კონტეს გუნდმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა.

„ნაპოლი“ 62 ქულით მეორე ადგილზე გადავიდა, „მილანს“ გადაასწრო, რომელსაც ამ ტურში ჯერ არ უთამაშია. კონტეს გუნდი მომდევნო შეხვედრას 6 აპრილს შინ სწორედ „მილანთან“ ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.162412