UFC-ის ქართველი ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი „სტეფორდ ბრიჯს“ ესტუმრა და ლონდონის „ჩელსიმ“ მასთან ინტერვიუ გამოაქვეყნა.
ქართველი მებრძოლი ამბობს, რომ ბავშვობაში დიდიე დროგბას ფანი იყო და „ჩელსის“ თამაშებს უყურებდა:
„აქ პირველად ვარ და ძალიან მომწონს. ბავშვობაში ამ სტადიონზე გამართულ მატჩებს ტელევიზორში ვუყურებდი - არარეალურად მეჩვენებოდა, მაგრამ ახლა ჩემთვის რეალურია.
მახსოვს, როგორ ვუყურებდი დროგბას თამაშს, მეც მიყვარდა და ყველა ჩემს მეგობარს უყვარდა. ის ძალიან მაგარი ფეხბურთელი, ძალიან ტექნიკური იყო და მისი ყურება სასიამოვნო იყო. „ჩელსი“ ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი იყო, რომლის თამაშებსაც ხშირად ვუყურებდი ჩემპიონთა ლიგაზე.
მანქანა? ეს მეტსახელი იმიტომ შემარქვეს, რომ არასდროს ვჩერდები. ყოველთვის შრომისმოყვარე ვარ, ყოველთვის ვცდილობ, ზეწოლას ვახდენ. სწორედ ამიტომ შემარქვეს ეს სახელი - მგონია, რომ მანქანასავით ვიბრძვი.
რატი ალექსიძის შესახებ ვიცი, არა იმ დროიდან, როდესაც ის „ჩელსიში“ თამაშობდა, მაგრამ ის საქართველოდან იყო და კარგი შემტევი მოთამაშე იყო. როდესაც ვხედავ, რომ ქართველი ფეხბურთელი ისეთ დიდ გუნდში თამაშობს, როგორიცაა „ჩელსი“ ან „პარი სენ-ჟერმენი“, ეს მახარებს.
შოკირებული ვარ, რადგან ლონდონში ყველაფერი ასეთი ლამაზია. ბევრ ქვეყანაში და ქალაქში ვყოფილვარ, მაგრამ ლონდონი ერთ-ერთი საუკეთესო ქალაქია, სადაც კი ოდესმე ვყოფილვარ“, - თქვა დვალიშვილმა.





