ფეხბურთი

1:31 | 21.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

ძაკარდო: "თორნიკე კვარაცხელიას ძმის თვისებები აქვს, ბართიშვილსაც შეუძლია დიდი ფეხბურთის თამაში"

იტალიის ნაკრების ყოფილმა მცველმა კრისტიან ძაკარდომ ადგილობრივ მედიასთან ხვიჩა კვარაცხელიაზე, თორნიკე კვარაცხელიასა და ანდრია ბართიშვილზე ისაუბრა.

ძაკარდო ბოლო წლებია ქართველ ფეხბურთელებთან თანამშრომლობს და მათ ტრანსფერებზე მუშაობს. მან გაიხსენა, როგორ აღმოაჩინა პირველად ხვიჩა და ასევე ისაუბრა თორნიკეზე, რომ ის ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია.

„კვარაცხელია 2020 წელს ვნახე. რამდენიმე ქართველი მეგობარი მყავდა, რომლებმაც ის ჩემთან ახსენეს კიდეც. 5 ან 6 ქართველი ფეხბურთელიდან, რომლებიც ახსენეს, ის უკვე ფენომენალური იყო. უამრავი თვისება ჰქონდა. ცოტა გამოვიკვლიე, შემდეგ კი, 2021 წლის თებერვალში მოსკოვში მის აგენტთან წავედი. შევხვდი ბიჭს და შემდეგ „ნაპოლიში“ რეკომენდაცია გავუწიე, რის შემდეგაც გარიგებაზე მუშაობა დაიწყო. „ნაპოლიში“ გადავიდა და სკუდეტოს მოგებაში დაეხმარა. „აძურის“ წყალობით, ის შესანიშნავი ფეხბურთელი გახდა და ახლა პსჟ-ში თამაშობს. „ნაპოლიმ“ დიდი კაპიტალის მოგება გააკეთა, ხვიჩამ კი ჩემპიონთა ლიგაც მოიგო, ამიტომ ყველა ბედნიერია.

ვინაიდან ქართველები ევროკავშირის არაწევრი ქვეყნის მოქალაქეები არიან, მათ არ შეუძლიათ საქართველოს დატოვება 18 წლამდე. მხოლოდ ამის შემდეგ შეუძლიათ მათ ევროპულ ლიგებში გადასვლა. თორნიკეს ძმისნაირი რამდენიმე თვისება აქვს, იმავე პოზიციაზე თამაშობს. კარგი დრიბლინგი და დარტყმა აქვს. საქართველო ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და ბევრი ფეხბურთელი ევროპაში თამაშობს. არის ის და ასევე, ანდრია ბართიშვილი, 2009 წელს დაბადებული შემტევი ნახევარმცველი, რომელსაც პოტენციურად შეუძლია შესანიშნავი ფეხბურთელი გახდეს“, - აღნიშნა ძაკარდომ.

შეგახსენებთ, რომ კრისტიან ძაკარდო „ბოლონიაში“, „პალერმოში“, „ვოლფსბურგში“, „პარმაში“ და „მილანში“, 2006 წელს იტალიის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, სამი წლის მერე კი „ვოლფსბურგში“ ბუნდესლიგა მოიგო.

ძაკარდო „ნაპოლისა“ და პსჟ-ში კვარას ტრანსფერების გარდა, „სენტ ეტიენში“ ზურიკო დავითაშვილის და „გრანადაში“ გიორგი წიტაიშვილის ტრანსფერებზეც მუშაობდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.164047