გრაცის „შტურმის“ ფეხბურთელებმა ოთარ კიტეიშვილმა და გიზო მამაგეიშვილმა „ზალცბურგთან“ მატჩის (1:1) შემდეგ, რომელშიც ძირითად შემადგენლობაში ერთად პირველად ითამაშეს, Sky Sport Austria-სთან ისაუბრეს.
ორივემ კომენტარი გააკეთა, როგორც თამაშზე, ისე ერთმანეთის შესახებ.
კიტეიშვილი: „როგორ ველოდით, რთული თამაში და დიდი ინტენსივობის თამაში იყო. ორივე გუნდს მაღალი პრესინგის თამაში სურდა. ბევრი ბრძოლა და ცოტა შანსი იყო, სწორედ ამიტომ დასრულდა შეხვედრა 1:1. გიზო მოედანზე თავის თვისებებს ავლენს. თამაშში სულ უფრო მეტი მომენტი ექმნება, ძალიან მნიშვნელოვანი გახდება სეზონის ბოლო რვა მატჩში, რომლებშიც თავის ხარისხს აჩვენებს“.
მამაგეიშვილი: „შედეგით კმაყოფილები არ ვართ, მაგრამ ქულა მოვიპოვეთ. შესაძლოა, ცოტა მეტი რომ გაგვმართლებოდა, სამი ქულაც კი მოგვეპოვებინა. კიტეიშვილი ამ ლიგაში საუკეთესოა. ოცნებები ხდება. ჩვენ ერთად მივდივართ ეროვნულ ნაკრებში და ბედნიერი ვარ“.
შეგახსენებთ, რომ ოთარ კიტეიშვილს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 33 მატჩში 16 გოლი აქვს გატანილი და სამჯერ საგოლე პასი გააკეთა, ხოლო კონკრეტულად ავსტრიის ჩემპიონატში 21 შეხვედრაში 12 გოლით და 3 საგოლე პასით შეძლო თავის გამოჩენა და ბომბარდირებში ლიდერია, უახლოეს მდევარს 2 გოლით უსწრებს. გიზო მამაგეიშვილს ბუნდესლიგაში 5 მატჩი აქვს ჩატარებული და ერთხელ პენალტი მოიპოვა.
„შტურმი“ ავსტრიის ჩემპიონატში პირველ ადგილზეა და უახლოეს მდევრებს 4 ქულით უსწრებს, მომდევნო ტურში კი 5 აპრილს, „რაპიდს“ ესტუმრება.







