თბილისის გრანდ სლემის მეორე საშეჯიბრო დღეს 16 ქართველი ძიუდოისტი გამოვიდა, მაგრამ მედალი მხოლოდ გიორგი ლოლაძემ მოიპოვა.
ლოლაძემ (73 კგ) ბაჰამელი ენდრიუ მუნინგესი, ბრიტანელი ბენჟამინ ლევი, ისრაელის წარმომადგენელი იეონატან ელბაზი და აზერბაიჯანელი ჰიდაიათ ჰეიდაროვი დაამარცხა. ნახევარფინალში მან ფინელ ლავტერი ოლინთან მარცხი განიცადა, ხოლო ბრინჯაოს მედლისთვის თურქ მუჰამედ დემირელს სძლია და მედალი დაისაკუთრა.
დიმიტრი გოჩილაიძეც (81 კგ), ნახევარფინალამდე მივიდა ფინელი ეუტუ იჰანამაკის, უკრაინელი ვლადისლავ კოლობოვისა და გერმანელი ტიმო კაველიუსის ძლევით, ნახევარფინალში თურქ ვედათ ალბაირაქთან წააგო და ბრინჯაოს მედლისთვის ბელგიელ მატიას კასეს შეხვდა, მაგრამ მასთან დამარცხდა და უმედლოდ დარჩა.
დღესვე, მედლის გარეშე დაასრულეს ასპარეზობა გიორგი ჩიხელიძემ, ბაგრატ ნინიაშვილმა, გიორგი ტერაშვილმა (ყველა 73 კგ), ზაურ დვალაშვილმა, კოტე კაპანაძემ, ირაკლი ბეროშვილმა (ყველა 81 კგ), მარიამ ნათელაურმა, მაია ბიძინაშვილმა, ნინო წიკლაურმა, მარი მახარაშვილმა (ყველა 63 კგ), მარიამ ჭანტურიამ, ლიზი ქვარცხავამ, ნინო გულბანმა და ქეთევან ბერიძემ (ყველა 70 კგ).
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მონაგარი თბილისის გრანდ სლემზე ჯერჯერობით ორი ბრინჯაოს მედალია, რომლებიც თორნიკე გიგაურის (66 კგ) და გიორგი ლოლაძის (73 კგ) აქტივშია.







