ფეხბურთი

20:46 | 21.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა ლოჩოშვილი: "დუბლით ბედნიერი ვარ და მიხარია, რომ ამ გუნდის ნაწილი ვარ"

„ნიურნბერგის“ მცველმა ლუკა ლოჩოშვიმა „კაიზერსლაუტერნთან“ მატჩისა (3:0) და დუბლის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

როგორც მან თქვა, ბედნიერია, მაგრამ თანაგუნდელების გარეშე ორ გოლს ვერ გაიტანდა:

„როდესაც პატარა ვიყავი, თავდამსხმელად ვთამაშობდი. ერთ თამაშში რამდენიმე გოლის გატანაც მოვახერხე. თუმცა, პროფესიულ მატჩში აქამდე ორი გოლი არასდროს გამიტანია. ძალიან ბედნიერი ვარ, მაგრამ ასევე ვამაყობ, რომ ამ გუნდის ნაწილი ვარ. რადგან ჩემი თანაგუნდელების გარეშე ეს შეუძლებელი იქნებოდა. გუნდური მუშაობა იყო.

ძალიან ინტენსიურად და გუნდურად ვითამაშეთ, მაღალ პრესინგს ვახდენდით და უპირატესობას ვფლობდით. დამსახურებულად მოვიგეთ, ჩვენმა გულშემატკივრებმა ეს დაიმსახურეს. გამარჯვება ბუნებრივია, თავდაჯერებულობას გვმატებს, მაგრამ არ უნდა დავკმაყოფილდეთ. სეზონი ჯერ არ დასრულებულა. გვსურს, ასე გავაგრძელოთ და ამ სეზონში მაქსიმუმს მივაღწიოთ“, - თქვა ლოჩოშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ლუკა ლოჩოშვილს II ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 26 შეხვედრაში უკვე 4 გოლი აქვს გატანილი.

„ნიურნბერგი“ 27 ტურის შემდეგ 36 ქულით მეცხრე საფეხურზეა, ხოლო მომდევნო ტურში 5 აპრილს, „ბრაუნშვაიგს“ ესტუმრება. მანამდე ლოჩოშვილი საქართველოს ნაკრებში ისრაელისა და ლიეტუვას წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩებში მიიღებს მონაწილეობას.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.167655