ფეხბურთი

21:24 | 21.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

„ძალიან გაკვირვებული ვარ“ - ჯერარდი ალექსანდერ-არნოლდის ინგლისის ნაკრებში არგამოძახებაზე

„ლივერპულის“ ყოფილმა კაპიტანმა სტივენ ჯერარდმა კომენტარი გააკეთა მადრიდის „რეალის“ მცველის, ტრენტ ალექსანდერ-არნოლდის, მარტში გასამართი ამხანაგური მატჩებისთვის ინგლისის ნაკრებში არგამოძახებაზე.

„ძალიან გაკვირვებული ვარ. დიახ, მარჯვენა მცველის პოზიციაზე კარგი ვარიანტები გვაქვს: რის ჯეიმსი მსოფლიო დონის მოთამაშეა, ვალენტინო ლივრამენტო დაშავდა, მაგრამ მას ორივე ფლანგზე შეუძლია თამაში. მესმის გუნდის არჩევანი, მაგრამ ვფიქრობ, რომ ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი ქვეყნის 35 საუკეთესო მოთამაშეს შორისაა.

ინგლისს წინ მატჩები აქვს, სადაც ღიად მოუწევს თამაში, დაბალი ბლოკით დაცვის დანგრევა, რაც სამწუხაროა. ტრენტ ისეთი მოთამაშეა, რომელსაც შეუძლია სათადარიგოთა სკამიდან გამოსვლა და ერთი პასით თამაშის მიმდინარეობის შეცვლა. ეს მისი დონეა. ამიტომაც გაკვირვებული ვარ, ვწუხვარ მასზე.

მაგრამ გასათვალისწინებელია სხვა ფაქტორებიც: რამდენად ხშირად თამაშობს ტრენტი? ფორმის პიკშია თუ არა? არის თუ არა მოედნის გარეთ რაიმე ფაქტორი, რომელმაც როლი ითამაშა? ექვსი კვირის შემადგენლობის შერჩევამდე ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი“, - თქვა ჯერარდმა TNT Sports-თან.

შემდეგ ამხანაგურ მატჩებში ინგლისი 27 მარტს ურუგვაის დაუპირისპირდება. ხოლო 31-ში იაპონიას.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.158585