„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, არნე სლოტმა, გუნდის პრემიერლიგის სეზონში მე-10 მარცხზე ისაუბრა. „წითლებმა“ 31-ე ტურის შეხვედრაში „ბრაიტონთან“ 2:1 წააგეს.
„ცხადია, ევროპული მატჩების შემდეგ ბევრი ქულა დავკარგეთ. ბევრჯერ ვცადე ამის ახსნა, მაგრამ დღეს ასევე უნდა დავაფასოთ „ბრაიტონი.“ ისინი მეორე ტაიმში მოედანზე უკეთესი გუნდი იყვნენ. ვცადეთ და რამდენჯერმე გათანაბრებასთან ახლოს ვიყავით, მაგრამ „ბრაიტონი“ მესამე გოლთან კიდევ უფრო ახლოს იყო“, - ციტირებს BBC სლოტის სიტყვებს.
„ლივერპულში“ ყოველთვის არის ზეწოლა. ჩემზე, ფეხბურთელებზე. ეს სრულიად ნორმალურია. ჩვენ ასოციაციის თასისა და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალამდე მივედით და ლიგაშიც ჩემპიონთა ლიგის ზონაში უნდა მოვხვდეთ.
თუ 150 მილიონ ევროდ ნაყიდი ფეხბურთელი არასდროს არის ხელმისაწვდომი, ეს პრობლემაა. თუ ჯოვანი ლეონი ტრავმის გამო არასდროს ყოფილა ხელმისაწვდომი, ეს მეორე პრობლემაა. ფრიმპონგს მხოლოდ ახლა არ აქვს ტრავმები, მამარდაშვილი კი კიდევ ერთი შენაძენი იყო, მაგრამ მეორე მეკარეა. ფაქტია, რამდენი საბაბიც არ უნდა მოვძებნოთ, პოზიცია, რომელზეც ახლა ვართ, საკმარისი და მისაღები არაა", - თქვა სლოტმა.





