ბულგარეთის ჩემპიონატის 27-ე ტურში სოფიის „ცსკა 1948“-მ სოფიის „ლოკომოტივი“ 3:2 დაამარცხა, ხოლო ლაშა დვალი საგოლე პასით გამოირჩა.
ქართველი ცენტრალური მცველის გადაცემით 22-ე წუთზე დრაგან გრივიჩმა გაიტანა, რომელმაც იმ დროისთვის ანგარიში 2:0 გახადა. ლაშამ შეუცვლელად ითამაშა.
დვალს მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 15 მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი და 3-ჯერ საგოლე პასი გააკეთა.
"ცსკა 1948" ბულგარეთის ჩემპიონატში 27 ტურის შემდეგ 53 ქულით მესამე ადგილზეა და მომდევნო ტურში 5 აპრილს, "ლუდოგორეცს" სტუმრად შეხვდება.







