ფეხბურთი

22:18 | 21.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

„შედეგები ყველაფერზე მეტყველებს“ - სიმეონე მადრიდის „რეალსა“ და არბელოაზე

მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ ესპანეთის ლა ლიგის 29-ე ტურში გუნდების მატჩის წინ მადრიდის „რეალის“ დამრიგებელ ალვარო არბელოაზე ისაუბრა. მატჩი 22 მარტს გაიმართება.

„არბელოა შესანიშნავ საქმეს აკეთებს. შედეგები ყველაფერზე მეტყველებს. მას ფეხბურთელებთან ნამდვილი გაგება აქვს. ის მათთან მტკიცე ურთიერთობებს ამყარებს, რაც ჩვენს შესაძლებლობებს სცილდება.

მათ იგივე სისტემა აქვთ, იგივე მოთამაშეები. თუმცა, გუნდური მუშაობა აქ გადამწყვეტია, როგორც ეს „მანჩესტერ სიტისა“ და „ბენფიკას“ წინააღმდეგ მატჩებში ვნახეთ“, - ციტირებს სიმეონეს სიტყვებს Marca.

ლა ლიგის 28 მატჩის შემდეგ, „ბარსელონას“ 70 ქულა აქვს და ცხრილს ლიდერობს. „რეალი“ მეორე ადგილზე მყოფ „ბლაუგრანას“ ოთხი ქულით ჩამორჩება. „ატლეტიკოს“ 57 ქულა აქვს და მეოთხე ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.098452