კალათბურთი

23:50 | 21.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

დუდა სანაძის 15 ქულა და გიორგი კორსანტიას ორმაგი დუბლი

ესპანეთის საკალათბურთო რანგით მეორე დივიზიონის 26-ე ტურში „გიპუზკოა“ „პალენსიასთან“ საკუთარ მოედანზე 57:71 დამარცხდა და ზედიზედ მეორედ წააგო.

გიორგი კორსანტიამ მოედანზე 28 წუთი გაატარა, ხსენებულ დროში კი 11 ქულა, 13 მოხსნა, 2 პასი და 2 ჩაჭრა დააგროვა. მან 9-დან 4 ორქულიანი და 5-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 3-ჯერ სამქულიანი ააცილა.

„გიპზუკოა“ 15 გამარჯვებით და 10 მარცხით მეოთხე პოზიციაზეა, მომდევნო ტურში კი 5 აპრილს, „მელილიას“ ესტუმრება.

„პალმერ ბასკეტი“, სადაც დუდა სანაძე თამაშობს, „მონბუს ობრადოიროს“ ეწვია, რომელთანაც 80:89 დამარცხდა.

ქართველმა კალათბურთელმა 27 წუთში გუნდს 15 ქულა, 1 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა შესძინა. სანაძემ 7-დან 3 ორქულიანი, 4-დან 2 სამქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო.

„პალმერ ბასკეტი“ 6 გამარჯვებით და 18 მარცხით მე-15 ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში 28 მარტს, „ფუენლაბრადას“ გასვლაზე დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.094109