ინგლისის პრემიერლიგის 31-ე ტურის მატჩში „ევერტონმა“ „ჩელსის“ უმასპინძლა და 3:0 მოუგო.
ბეტომ ანგარიში გახსნა 33-ე წუთზე გახსნა. და ხოლო 62-ე წუთზე დუბლი შეასრულა. ილიმან ნდიაიემ კი გუნდის მესამე გოლი 76-ე წუთზე გაიტანა.
ამრიგად, ბოლო ათი დღის განმავლობაში „ჩელსიმ“ ყველა ტურნირზე ზედიზედ მეოთხე შეხვედრა წააგო ბურთების სხვაობით - 2:12...პსჟ-სთან 2:5, „ნიუკასლთან“ 0:1, ისევ პსჟ-სთან 0:3 და „ევერტონთან“ 0:3
ამ თამაშის შემდეგ, „ევერტონი“ ინგლისის პრემიერ ლიგის ცხრილში 46 ქულით მეშვიდე ადგილზეა, ხოლო „ჩელსი“ 48 ქულით მეექვსეზე.
ინგლისი. პრემიერლიგა. 31-ე ტური. 21 მარტი: ბრაიტონი - ლივერპული 2:1, ფულემი - ბარნლი 3:1, ევერტონი - ჩელსი 3:0, ლიდსი - ბრენტფორდი მოგვიანებით გაიმართება





