„სენტ ეტიენმა“ საფრანგეთის ლიგა 2-ის 28-ე ტურში „ანესი“ 4:0 დაამარცხა, რაშიც ზურიკო დავითაშვილმა წვლილი გოლით და საგოლე პასით შეიტანა.
მე-18 წუთზე ანგარიში კევინ პედრომ გახსნა, რომელსაც პასი ზურიკომ გაუკეთა. 63-ე წუთზე ქართველმა შემტევმა გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. მან გოლი პატრიარქს მიუძღვნა.
შეგახსენებთ, ზურიკო დავითაშვილს ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში 24 მატჩში 12 გოლი აქვს გატანილი და 3-ჯერ საგოლე პასი გააკეთა. ქართველი 12 გოლით ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზეა და ლიდერს, „ტრუას“ ფეხბურთელ ტაფიკ ბენტაიებს სამი გოლით ჩამორჩება. მას ერთი გოლი საფრანგეთის თასზეც აქვს.
„სენტ ეტიენი“ 53 ქულით მეორე ადგილზეა და მომდევნო ტურში 4 აპრილს, „ნანსის“ სტუმრად შეხვდება.





