იტალიის ჩემპიონატის 30-ე ტურის საშინაო მატჩში „იუვენტუსმა“ „სასუოლოსთან“ ფრედ 1:1 ითამაშა.
მასპინძლების რიგებში გოლი თურქმა ნახევარმცველმა კენან ილდიზმა გაიტანა, ხოლო სტუმართაგან იტალიელმა თავდამსხმელმა ანდრეა პინამონტიმ. ანგარიში 1:1 იყო, როდესაც „იუვენტუსის“ იტალიელმა ნახევარმცველმა მანუელ ლოკატელიმ პენალტი ვერ გაიტანა.
„იუვენტუსს“ ყველა შეჯიბრში ხუთმატჩიანი წაუგებელი სერია აქვს. გუნდი იტალიის ჩემპიონატის ცხრილში მეხუთე ადგილზეა (30 თამაშის შემდეგ 54 ქულა). „სასუოლო“ (30 თამაშის შემდეგ 39 ქულა) მე-11 ადგილიდან მე-10 ადგილზე ავიდა.





