მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა ალვარო არბელოამ შეაფასა თავისი გუნდის თავდამსხმელის კილიან მბაპეს მდგომარეობა თანაქალაქელი „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ ლა ლიგის 29-ე ტურის მატჩის წინ. მატჩი კვირას 22 მარტს გაიმართება.
„უკვე გითხარით, რომ დაბრუნების დღეს ის 100%-ით ფორმაში იქნება. მანჩესტერში გატარებული წუთები, ის ორი ან სამი აჩქარება, რომელიც მან გააკეთა... ვფიქრობ, მან ყველა მოძრაობაში აჩვენა, რომ შესანიშნავ ფორმაში იყო. და უპირველეს ყოვლისა, როგორ გრძნობდა თავს; საბოლოო ჯამში, ეს არის მნიშვნელოვანი. როგორ გრძნობდა თავს და როგორ გრძნობს თავს ვარჯიშზე. მაქსიმალური თავდაჯერებულობა, მაქსიმალური გარანტიები და მაქსიმალური მოლოდინი ასეთი მატჩში სრული დაბრუნებით, რომელსაც შეუძლია თამაშის მიმდინარეობის შეცვლა", - ციტირებს არბელოას სიტყვებს AS.
ლა ლიგის 28 მატჩის შემდეგ, მადრიდის „რეალს“ 66 ქულა მოუგროვდა და ცხრილში მეორე ადგილზეა. „ატლეტიკოს“ 57 ქულა აქვს და მეოთხე ადგილზე დგას.





