ბელგის-ნიდერლანდების ჩემპიონატის 26-ე ტურში ალექსანდერ მერკვილაძის „ოსტენდემ“ სტუმრად „ოკაპი აალსტი“ 109:90 დაამარცხა.
მერკვილაძემ 17 წუთში 8 ქულა, 3 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 1-დან 1 ორქულიანი, 4-დან 2 სამქულიანი ჩააგდო.
„ოსტენდე“ 19 მოგებით და 6 წაგებით მეორე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 29 მარტს, „დენ ჰელდერს“ ესტუმრება.
ისლანდიის ჩემპიონატში რატი ანდრონიკაშვილის „ალფანტესი“ სტუმრად „ტინდასტოლთან“ 104:115 დამარცხდა.
ანდრონიკაშვილმა 28 წუთში 12 ქულა, 3 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. რატიმ 2-დან 2 ორქულიანი, 7-დან 2 სამქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.
„ალფტანესი“ ისლანდიის ჩემპიონატში 7 მოგებით და 14 წაგებით მეცხრე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 26 მარტს, „სტიარნანს“ შეხვდება.







