NBA-ში გოგა ბითაძის „ორლანდომ“ ზედიზედ მეოთხე მარცხი განიცადა. „მეჯიქი“ ახლოს იყო მოგებასთან, მაგრამ ბოლო წამზე სამქულიანი მიიღო და საბოლოოდ, 104:105 დამარცხდა.
მთელი მატჩი დაძაბული იყო და ბოლო წამამდე არაფერი იყო გარკვეული, მაგრამ, როცა „ორლანდო“ ორი ქულით იგებდა (104:102), ლუკ კენარდმა სამქულიანი ჩააგდო და მეტოქეს ერთადერთი წამი დაუტოვა. ამ დროში „ორლანდომ“ ვერაფერი მოასწრო და ისევ წააგო.
ბითაძემ 18 წუთი ითამაშა, ხსენებულ დროში კი 9 ქულა, 7 მოხსნა და 5 პასი დააგროვა. ქართელმა ცენტრმა 3-დან 3 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო სამქულიანი არ უსვრია. როცა გოგა მოედანზე იყო, „ორლანდომ“ მეტოქეზე 9 ქულით მეტი ჩააგდო.
საუკეთესო „ლეიკერსის“ ლიდერი ლუკა დონჩიჩი იყო, რომელმაც 33 ქულა, 5 მოხსნა და 8 პასი დააგროვა. ლებრონ ჯეიმსმა 12 ქულა, 6 მოხსნა და 4 პასი შესძინა თავის გუნდს. „ორლანდოში“ პაოლო ბანკერო გამოირჩა 16 ქულით, 5 მოხსნით და 6 პასით.
„ორლანდო“ აღმოსავლეთ კონფერენციაში 38 მოგებით და 32 წაგებით მერვე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 24 მარტს, შინ „ინდიანა პეისერსთან“ გამართავს.







