„ორლანდო მეჯიქისა“ და „ლეიკერსის“ შეხვედრაში გოგა ბითაძესა და ლუკა დონჩიჩის შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა.
სლოვენილმა კალათბურთელმა მატჩის შემდეგ თქვა, რომ ბითაძემ მის ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა, რაც გოგამ უარყო და აღნიშნა, რომ დონჩიჩის შურაცხყოფას უპასუხა.
„ლუკას მიმართ სრული პატივისცემა მაქვს და იმის მიმართაც, რაც მას გაუკეთებია. ასევე ძალიან ვცემ პატივს ყველას ოჯახს. იქ, საიდანაც მე ვარ, ოჯახი ძალიან წმინდა რამ არის და ჩვენ ერთმანეთის ოჯახებს დიდ პატივს ვცემთ. არასდროს ვიტყოდი მსგავს რამეს პირდაპირ. მან სერბულ ენაზე თქვა რამდენიმე შეუფერებელი სიტყვა. მე სერბეთში მითამაშია და მესმის ეს ენა. არ ვიცი, იცოდა თუ არა, რომ მესმოდა მისი სიტყვები. ამიტომ უბრალოდ იგივე დავუბრუნე. ეს არ ყოფილა მიმართული მისი ოჯახის ან ვინმეს წინააღმდეგ. მის ოჯახს ნამდვილად და გულწრფელად ვცემ პატივს და სულ ესაა.
მისი თამაშის გულშემატკივარი ვარ და არ მინდა ჩანდეს, თითქოს ეს მის ოჯახზე იყო მიმართული ან რაიმე მსგავსი. ეს უბრალოდ ემოციებში მოხდა. გავიგონე, რაც თქვა, და ვიგრძენი, რომ იგივე ფორმით უნდა მეპასუხა. ასე რომ, ჩემი მხრიდან, თუ მას ჰგონია, რომ ზედმეტი ვთქვი ან ზღვარი გადავკვეთე, როგორც კაცი, ბოდიშს ვიხდი. შემიძლია პასუხისმგებლობა ავიღო, მაგრამ მე არაფერი მითქვამს ისეთი, რაც მან არ თქვა. რაც მან საჯაროდ თქვა, არ მგონია, რომ სიმართლეა - ვიცი, რომ ეს სიმართლე არ არის. ვიცი, რა ვთქვი და ეს ყველაფერი მომენტის ემოციებში მოხდა. ასე რომ, როგორც ვთქვი, ბოდიშს ვიხდი, თუ ზღვარი გადავკვეთე“, - აღნიშნა ბითაძემ.
ლუკა დონჩიჩმა კი ინციდენტის შესახებ აღნიშნა: „მან ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა. იმ მომენტში უბრალოდ ვერ მოვითმინე, საკუთარ თავი დავიცავი, ტექნიკურის მიღებით გუნდი დავაღალატე. თანაგუნდელებს იმედები გავურცუე“.
შეგახსენებთ, რომ „ორლანდო მეჯიქი“ „ლეიკერსთან“ ბოლო წამზე მიღებული სამქულიანით დამარცხდა - 104:105. ბითაძემ 18 წუთში 9 ქულა, 7 მოხსნა და 5 მოხსნა დააგროვა.







