თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღეს საქართველოს ხუთი მედლის - ორი ოქროს და სამი ბრინჯაოს შანსი აქვს.
90 კგ წონით კატეგორიაში ფინალშია ლუკა მაისურაძე, რომელმაც ლიეტუველი აუგუსტას სლიტერისი, სერბი მილიან რადული, ბელგიელი იარნე დუიკი და უზბეკი ნურბეკ მურტოზოევი დაამარცხა, ფინალში კი სერბ ნემანია მაიდოვს შეხვდება.
მაიდოვმა ნახევარფინალში აკაკი ჯაფარიძე დაამარცხა, რომელმაც მანამდე ფრანგი მაქს ლაბორდე, რუმინელი ალექს კრეტი, უზბეკი უმარ ბოზოროვი დაამარცხა. ჯაფარიძე ბრინჯაოსთვის ქართველ ძიუდოისტს, ლუკა ჯავახიშვილს გაეჯიბრება, რომელიც მეოთხედფინალში დამარცხდა, მაგრამ რეპეშაჟში მოიგო ერთ ბრძოლა და მედლის შანსი აქვს.
+100 კგ წონით კატეგორიის ფინალშია ირაკლი დემეტრაშვილი. მან პოლონელი გრჟეგორჟ ტერესინსკი, კვიპროსელი იანის ანტონიუ და ნიდერლანდელი იურ სპიკერსი დაამარცხა. ფინალში დემეტრაშვილი გერმანელ ლასენი კონეს გაეჯიბრება.
ამ წონაში ბრინჯაოს შანსი აქვს საბა ინანეიშვილს, რომლის მეტოქე რუსი არტიომ ზოლოტუხინი იქნება. 100 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოსთვის იბრძოლებს ნიკა ხარაზიშვილი, რომელიც დომინიკის რესპუბლიკის წევრ რობერტ ფლორენტინოს დაუპირისპირდება.
ვლადიმერ ახალკაცმა (90 კგ), თორნიკე ფოლადაშვილმა, ნიკოლოზ ზაალიშვილმა, ონისე სანებლიძემ (სამივე 100 კგ), საბა ქარდავამ და გელა ზაალიშვილმა (ორივე +100 კგ) გამოსვლა უმედლოდ დაასრულეს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს თბილისის გრანდ სლემზე ამ დროისთვის ორი ბრინჯაო აქვს - თორნიკე გიგაურის და გიორგი ლოლაძის.







