საქართველომ თბილისის გრანდ სლემზე პირველი ოქროს მედალი მოიპოვა. ჩემპიონი ლუკა მაისურაძე გახდა. ამავე წონაში ბრინჯაოს ლუკა ჯავახიშვილი დაეუფლა.
90 კგ წონით კატეგორიაში მაისურაძემ ლიეტუველი აუგუსტას სლიტერისი, სერბი მილიან რადული, ბელგიელი იარნე დუიკი და უზბეკი ნურბეკ მურტოზოევი დაამარცხა, ფინალში კი სერბ ნემანია მაიდოვს იუკოთი აჯობა და ოქროს მედალი არავის დაუთმო.
ამაიდოვმა ნახევარფინალში აკაკი ჯაფარიძე დაამარცხა, რომელმაც მანამდე ფრანგი მაქს ლაბორდე, რუმინელი ალექს კრეტი, უზბეკი უმარ ბოზოროვი დაამარცხა. ჯაფარიძე ბრინჯაოსთვის ქართველ ძიუდოისტს, ლუკა ჯავახიშვილს გაეჯიბრა, რომელიც მეოთხედფინალში დამარცხდა, მაგრამ რეპეშაჟში დუიკი იპონით დაამარცხა. ბრნჯაოსთვის ქართველების ბრძოლაში ჯავახიშვილმა გაიმარჯვა.
ამ დროისთვის საქართველოს თბილისის გრანდ სლემზე ერთი ოქროს და სამი ბრინჯაოს მედალი აქვს.







