ლონდონის „ტოტენჰემის“ კოშმარული პერიოდი გრძელდება და პრემიერლიგაში 2026 წელს თამაში არ მოუგია!
იგორ ტუდორის გუნდი 31-ე ტურში საკუთარ მოედანზე გადარჩენისთვის ბრძოლაში უშუალო კონკურენტ „ნოტინგემ ფორესტთან“ სულაც განადგურდა - 0:3.
პირველ ტაიმში ანგარიში იგორ ჟეზუსმა გახსნა, მეორე ნახევარში კი მორგან გიბს-ვაითმა და ტაივონ ავონიმ კიდევ ორჯერ გაიტანეს და სხვაობას გამანადგურებელი სახე მისცეს.
„ტოტენჰემი“ 30 ქულით მე-17 ადგილზეა, ერთადერთი ქულით უსწრებს „ვესტ ჰემს“, რომელიც გასავარდნ ზონაშია. ტუდორის გუნდი მომდევნო ტურში „სანდერლენდს“ ესტუმრება. „ნოტინგემს“ 32 ქულა აქვს და მე-16 ადგილზე აინაცვლა, სწორედ „ტოტენჰემს“ გადაასწრო.
პარალელურად, პრემიერლიგაში კიდევ ერთი მატჩი იყო, რომელშიც „ასტონ ვილამ“ „ვესტ ჰემი“ 2:0 დაამარცხა. პირველ ტაიმში ანგარიში ჯონ მაკგინმა გახსნა, ხოლო მეორე ნახევარში ოლი უოტკინსმა სხვაობა გააორმაგა. „ასტონ ვილამ“ სამმატჩიანი წაგებების სერია შეწყვიტა და 54 ქულით მეოთხე საფეხურზეა. „ვესტ ჰემი“ 29 ქულით მე-18 ადგილზეა.
"ნიუკასლის" არასტაბილურობა კი გრძელდება და მორიგი მარცხი განიცადა, შინ, დერბიში "სანდერლენდთან" - 1:2.





