ესპანეთის ლა ლიგის 29-ე ტურში საოცრად დრამატული მატჩი შედგა, რომელშიც „ალავესმა“ „სელტა“ 4:3 დაამარცხა.
ვიგოში, „სელტა“ 37-ე წუთზე 3:0-ს იგებდა ჟუტგლას დუბლით და ალვარესის გოლით, მაგრამ აუტსაიდერმა „ალავესმა“ პატარა სასწაული მოახდინა.
პირველ ტაიმში სტუმრებმა ერთი გოლი გაქვითეს, ხოლო მეორე ნახევარში კიდევ სამჯერ გაიტანეს და მატჩი, რომელშიც 0:3 მარცხდებოდნენ, 4:3 მოიგეს.
„ალავესი“ 31 ქულით მე-16 ადგილზეა და გასავარდნ ზონას 3 ქულით დასცილდა, ხოლო „სელტა“ 41 ქულით მეექვსე პოზიციაზეა.





