ფეხბურთი

22:20 | 22.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

მხოლოდ წიტაიშვილი ათამაშეს: "მეცმა" წაგებების სერია შეწყვიტა

საფრანგეთის ლიგა 1-ის 27-ე ტურში ქართველი ფეხბურთელების „მეცი“ „რენს“ ესტუმრა და წაგებების სერია შეწყვიტა, თუმცა ვერც მოიგო. მატჩი ფრედ, 0:0 დასრულდა.

მხოლოდ გიორგი წიტაიშვილმა ითამაშა ქართველი ლეგიონერებიდან, რომელიც 85-ე წუთზე შეცვალეს. გიორგი აბუაშვილი და გიორგი ქვილითაია სათადარიგო სკამზე დარჩნენ.

წიტაიშვილს ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში 27 შეხვედრაში 2 გოლი აქვს გატანილი და 2-ჯერ საგოლე პასი გააკეთა, აბუაშვილის აქტივში 18 მატჩში 2 გოლია, ხოლო ქვილითაია მოედანზე ხუთჯერ იყო.

„მეცს“ ლიგა 1-ში 15-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს, რომლის განმავლობაში მხოლოდ სამი ქულა მოიპოვა. შედეგად, 14 ქულით ბოლო ადგილზეა, ძალიან გაუჭირდება ლიგა 1-ში დარჩენა, მომდევნო ტურში კი 5 აპრილს, უშუალო კონკურენტ „ნანტს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.170526