ლონდონის „არსენალი“ პრემიერლიგაში ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლაში „მანჩესტერ სიტის“ კომფორტულად უსწრებს, მაგრამ ინგლისის ლიგის თასის ფინალში პეპ გვარდიოლას გუნდთან ვერაფერი გააწყო.
უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, მეორე ნახევარში „სიტიმ“ მეტოქის კარი ორჯერ დალაშქრა. მე-60 წუთზე ანგარიში ნიკო ო’რაილიმ გახსნა, ხოლო ოთხ წუთში ინგლისელმა ფეხბურთელმა დუბლი შეასრულა, სხვაობა ორამდე გაზარდა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 0:2.
„არსენალს“ არც ძალა ჰქონდა სიტუაციის შესაცვლელად და არც უნარი - მიკელ არტეტას გუნდმა ფინალი პირწმინდად დათმო და ჩააგდო.
„მანჩესტერ სიტიმ“ ინგლისის ლიგის თასი მეცხრედ მოიგო. პეპ გვარდიოლასთვის "სიტიში" ეს მე-19 ტიტულია. ესპანელი "ქალაქელებში" 2106 წლიდან მუშაობს.





