საბერძნეთის სუპერლიგის 26-ე ტურში „ოფი“ „არისს“ ესტუმრა, რომელთანაც 2:0 მოიგო, ლევან შენგელიამ კი საგოლე პასი მიითვალა.
ქართველი ფეხბურთელის პასით 26-ე წუთზე ტიაგო ნუსმა გაიტანა და ანგარიში გახსნა. შენგელია მიმდინარე სეზონში 24 შეხვედრაში 1 გოლით და 2 საგოლე პასით გამოირჩა.
„ოფი“ 32 ქულით სატურნირო ცხრილში მეექვსე პოზიციაზეა. დღესვე, საბერძნეთში, ასევე 90-90 წუთი ითამაშეს ლუკა გუგეშაშვილმა და ივა გელაშვილმა. ივას „პანსერაიკოსი“ „პანეთოლიკოსს“ დაუზავდა (0:0), ხოლო ლუკას „ათრომიტოსი“ „ლევადიაკოსთან“ 0:1 დამარცხდა.







