ესპანეთის ლიგა ენდესას 23-ე ტურში „ბარსელონა“ საკუთარ მოედანზე მადრიდის „რეალთან“ დამარცხდა, ხოლო თორნიკე შენგელია ტრავმის შემდეგ დაბრუნდა.
„რეალმა“ მეორე პერიოდი 21 ქულით მოიგო, რაც საბოლოოდ გადამწყვეტი გამოდგა და 95:76 გაიმარჯვა.
შენგელიამ 15 წუთში მხოლოდ 2 ქულა, 2 მოხსნა და 3 პასი დააგროვა. მან 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 1 ორქულიანი კი ააცილა.
საუკეთესო ფაკუნდო კამპაცო იყო, რომელმაც „რეალს“ 15 ქულა შესძინა, ხოლო „ბარსელონაში“ ასევე 15 ქულით იან ვესელი გამოირჩა.
„ბარსელონა“ 15 გამარჯვებით და 8 მარცხით მე-4 პოზიციაზეა, ხოლო მომდევნო ტურში 29 მარტს, მალაგას „უნიკახას“ შინ დაუპირისპირდება.







