ესპანეთის ლიგა ენდესას 23-ე ტურში „ბასკონიამ“ „ჟირონა“ 94:81 დაამარცხა, ხოლო მათე ხატიაშვილს ესპანეთის ჩემპიონატში დებიუტი ჰქონდა.
ხატიაშვილი მოგეხსენებათ, „ბასკონიას“ აკადემიაშია, მაგრამ ახალგაზრდა ქართველს მთავარ გუნდში თამაშის შანსიც მიეცა. ის მოედანზე მხოლოდ ორი წუთი იყო, თუმცა პირველი ქულებიც მიითვალა - ორი საჯარიმო ზუსტად ისროლა. ცხადია, ეს მაინც აღსანიშნავი ფაქტია. 17 წლის კალათბურთელი ნელ-ნელა იწყებს დიდ კალათბურთში ნაბიჯების გადადგამს.
„ბასკონია“ 15 მოგებით და 7 წაგებით მეხუთე საფეხურზეა, ხოლო მომდევნო ტურში 29 მარტს, „მორაბანკ ანდორას“ სტუმრად შეხვდება.







