იტალიის სერია A-ს 30-ე ტურში „ინტერი“ ფლორენციის „ფიორენტინას“ ესტუმრა და მორიგი ქულები დაკარგა.
ბოლო დროს „ნერაძური“ ვეღარ არის დამაჯერებელი, ქულებს კარგავს, რის გამოც კონკურენტებს ძალიან დიდი უპირატესობით ვერ გაექცა.
„ფიორენტინასთან“ მილანური გუნდი პირველივე წუთზე ფრანჩესკო პიო ესპოზიტოს გოლით დაწინაურდა და თამაში კარგად დაიწყო. თუმცა, ასე ვერ გააგრძელა. „ნერაძურიმ“ ბევრი შეცდომა დაუშვა და მეტოქეს სახიფათო მომენტების შექმნის უფლება მისცა. „ფიორენტინამ“ ბევრი შანსიდან ერთ-ერთი გამოიყენა, გოლი 77-ე წუთზე გავიდა - ჩერ ნდურმა გაათანაბრა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ბოლო სამ ტურში „ინტერმა“ მხოლოდ ორი ქულა მოიპოვა, 69 ქულით ლიდერია, მაგრამ „მილანს“ 6 და „ნაპოლის“ 7 ქულით უსწრებს, რაც ძალიან დიდი ჰანდიკაპი არაა.
მომდევნო ტური ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რადგან „ინტერი“ „რომას“ უმასპინძლებს, ხოლო „ნაპოლი“ და „მილანი“ ნეაპოლში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.
„ფიორენტინა“ – „ინტერი“ 1:1 (0:1)
გოლები: 0:1 ესპოზიტო (1), 1:1 ნდური (77)





