ფეხბურთი

10:35 | 23.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

პეპ გვარდიოლა: "არტეტამ თითქმის დაუმარცხებელი გუნდი შექმნა, ამიტომ გამარჯვება გვიხარია"

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ ინგლისის ლიგის თასის ფინალში „არსენალთან“ გამარჯვების (2:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა.

როგორც ესპანელმა სპეციალისტმა აღნიშნა, მიკელ არტეტამ თითქმის დაუმარცხებელი გუნდი შექმნა და ამიტომ, გამარჯვებით ძალიან ბედნიერია:

„გამარჯვებით ძალიან ბედნიერი ვარ, იმიტომ, რომ არტეტამ თითქმის დაუმარცხებელი გუნდი შექმნა. 10 წელიწადში მეხუთედ ამ ტიტულის მოგება ცუდი შედეგი არაა. ტიტულის მოგება ყოველთვის უფრო რთულია, ვიდრე წარსულში. ო’რაილის სეზონის დასაწყისში მასთან ხანგრძლივი საუბარი გვქონდა. მან მარცხენა მცველად დაიწყო თამაში და უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა.

ჯერჯერობით, არ ვართ ისეთი გუნდი, როგორიც „არსენალია“ ან ისეთი, როგორიც წარსულში ვიყავით, მაგრამ ყოველთვის ვპოულობდით ტიტულების მოგების გზას“, - თქვა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ სიტიმ“ ინგლისის ლიგის თასი ისტორიაში მეცხრედ მოიგო, ხოლო პეპ გვარდიოლამ ინგლისურ კლუბში მე-19 ტიტული მოიპოვა. სულ მის სამწვრთნელო კარიერაში 40 ტიტულია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.090071