ლონდონის „არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა მიკელ არტეტამ ინგლისის ლიგის თასის ფინალში „მანჩესტერ სიტისთან“ მარცხის (0:2) შემდეგ კომენტარი გააკეთა.
როგორც მან თქვა, არ ნანობს, რომ კეპა არისაბალაგას ენდო, რომელმაც პირველ გოლში უხეში შეცდომა დაუშვა:
„ვულოცავ „მანჩესტერ სიტის“ გამარჯვებას. სეზონის დარჩენილი ნაწილისთვის მზადება ახლავე უნდა დავიწყოთ და გამოვიყენოთ ეს ცეცხლი, რათა სეზონის ბოლოს ორი წარმოუდგენელი თვე გვქონდეს. პირველ ტაიმში უკეთესი გუნდი ვიყავით, მარცხი მტკივნეულია. ვწუხვარ გულშემატკივრების გამო, გვინდოდა ტიტულის მოგება.
არ ვნანობ, რომ კეპა ვათამაშე, ამას კიდევ ერთხელ გავაკეთებდი. ის უნდა გავაკეთო, რაც სწორად და გულწრფელად მიმაჩნია. ძალიან, ძალიან უსამართლო იქნებოდა, რომ ფინალში მას არ ეთამაშა“, - თქვა არტეტამ.
აქვე გეტყვით, რომ ინგლისის ლიგის თასზე ყველაზე მეტი ფინალი „არსენალს“ აქვს წაგებული.





